გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
ქ ა ლ ა ქ ე ბ ი
|
სწავლების
საფეხური
|
საშუალო საფეხური
X კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში არ არიან სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეები
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილზე
მიღებული ცოდნა მოსწავლეებს
განუმტკიცებს ანალიზის, აზრების
შეჯერებისა და სხვადასხვა
სახით გადმოცემის უნარს,
სურათზე, რუკაზე დატანილი
ინფორმაციის გამოყენებისა და საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარს.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა ერთმანეთს
უნდა შეადარონ ძველი
და ახალი , აგრეთვე „ჩრდილოეთის“ და „სამხრეთის“
ქალაქები, მათი წარმოშობის (გენეზის) და სხვა თავისებურებების მიხედვით.
შეძლებენ ისტ ტექნოლოგიების დახმარებით
მოამზადონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
გეო.X 4. იყენებს რუკებს
და სხვა გეოგრაფიულ
საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად
და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
* ფოტოების,
ილუსტრაციების, გრაფიკების, ცხრილების,
დიაგრამების და რუკების
გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული
ინფორმაციის ინტერპრეტაციას
* ერთი
ტიპის გეოგრაფიულ საშუალებაზე
მოცემულ ინფორმაციას გამოხატავს
სხვადასხვა სახით (მაგ: რუკაზე არსებულ
ინფორმაციას გამოხატავს ცხრილის
სახით)
* ახდენს
საკუთარი კვლევის შედეგების
პრეზენტაციას კლასის წინაშე.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ
ძირითადი მეგაპოლისების პოვნა
რუკაზე. იცნობენ ისტორიულ და „გამქრალ“ ქალაქებს
და შეუძლიათ ისტ ტექნოლოგიებით მუშაობა
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
გამოვიყენებ ჯგუფური
მუშაობის და საპრეზენტაციო უნარის
შეფასების რუბრიკებს
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,
ელექტრონული სქემები და დიაგრამები, ლეპტოპი, პროექტორი და ეკრანი, ინტერნეტის
ქსელში ჩართული 4 კომპიუტერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
და მენეჯმენტი
|
● აქტივობა I (5წთ)
გონებრივი იერიში
(ჩამოვთვალოთ და ვიპოვოთ
რუკაზე მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქალაქები)
● აქტივობა II (7წთ.)
მინი ლექცია
თემაზე უძველესი და „
გამქრალი“ ქალაქები.
სლაიდშოუს ჩვენება
მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
● აქტივობა III
მინი ლექცია ქალაქის
არსის შესახებ სხვადასხვა
ქვეყანაში (ცხრილი)
● აქტივობა IV
ურბანიზაციის პროცესის
მიმოხილვა მსოფლიოსა
და
საქართველოს ფონზე. (დიაგრამა)
● აქტივობა V
მსოფლიოს უდიდესი
აგლომერაციების გაცნობა
● აქტივობა VI
ქალაქების მიკროგეოგრაფიის მიმოხილვა
სურათების საშუალებით და
,, ჩრდილოეთისა ‘’ და ,,სამხრეთის’’ ქალაქების
შედარება ვენის დიაგრამის
საშუალებით.
● აქტივობა VII
დისკუსია თემაზე:
„ქალაქური პრობლემები ‘’
|
Комментариев нет:
Отправить комментарий