პირველი დღე
დღე დავიწყეთ ურთიერთგაცნობით.
გავიმეორეთ ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებული II დონის ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა
და პრიორიტეტულობაზე. გავეცანით ინტელის პროექტის ახალ
შაბლონს და შეფსების რუბრიკებს. განსაკუთრებით ,,მომეწონა“ სიტყვა ჩეკლისტი. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
მეორე დღე
დღევანდელმა ტრენინგმა მოგვცა შესაძლებლობა ვიფიქროთ, თუ როგორ განუვითაროთ
მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გავეცანით და ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. ვიმუშავეთ ბროშურის და პუბლიკაციის შექმნა-შეფასებაზე.
დღეს ყველაზე საინტერესო იყო მიმართულების
მიმცემ კითხვებზე მუშაობა. დავალება რთული გვეჩვენა, მაგრამ ძალიან დაგვეხმარა მასალაში
მოცემული კითხვების მაგალითები.
მესამე დღე
განვიხილეთ ესგ-ს სტანდარტები და მოსალოდნელი შედეგები. გავიხსენეთ
პრეზენტაციის PowerPoint-ში მომზადება. ვიმსჯელეთ
პრეზენტაციის, როგორც აქტივობის მომგებიანობაზე, მისი სტრუქტურის და ვიზუალიზაციის დახვეწაზე.
პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტებზე.
ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელე რამდენიმე
პროექტი, მაგრამ ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი საკითხი გახდა ნათელი არა მხოლოდ
ტექნოლოგიების ფლობის თვალსაზრისით, არამედ პროექტის გეგმის ახლებურად დაწერის კუთხით.
მეოთხე დღე
დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ.
ვისაუბრეთ შეფასების ინსტრუმენტებზე, განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტების ფარგლებში მოსწავლეთა
საჭიროებები. ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე.
ავაწყვეთ მოსწავლის პრეზენტაცია Power Point-ში. შევეცადეთ დროში გაწერილი შეფასების
გეგმის დაწერას.
ვთვლი, რომ პრაქტიკული მუშაობა უფრო ნაყოფიერია. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ მომდევნო დღეები უფრო საინტერესო იქნება.
მეხუთე დღე
მეექვსე დღე
დღევანდელი დღე ძალიან სახალისო და აქტიური იყო.
ვიმუშავეთ წყვილებში. მეწყვილეს გავაცანით ჩვენი პროექტის მონახაზი. მივიღეთ რეკომენდაციები,
რჩევები, გავცვალეთ აზრები და ვპასუხობდით შეკითხვებზე.
სატრენინგო დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური საშუალებები.
მომეწონა
google-ის დოკუმენტების გაზიარება. ძალიან ხშირად გამოვიყენებ პრაქტიკაში მოსწავლეებთან
და კოლეგებთან.
მეშვიდე დღე
ძალიან
ამაყები ვართ... ჯგუფის თითქმის ყველა წევრმა
გავამზადეთ პორტფოლიო ბლოგზე ასატვირთად, მაგრამ ჯერ ბლოგის შექმნა უნდა ვისწავლოთ...
აი, ეს ნამდვილად არ ვიცი, როგორ გამომივა.....
მერვე დღე
ფინალისაკენ მივდივართ და ყველაფერი უნდა მოვასწროთ.
საგულდაგულოდ გვიწევს სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვა. ვცდილობთ დავასრულოთ
პროექტის გეგმა, სლაიდების ატვირთვა და ბლოგების შევსება-განახლება. ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა და მათი ჩასმა ბლოგში,
გვერდების დამატება, რედაქტირება. ცოტა რთულია...
მეცხრე დღე
ძალიან კმაყოფილი ვარ. ინტელის ტრენინგები საჭირო და დროულია ყველა თანამედროვე
მასწავლებლისათის.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ გიზო მუშკუდიანს.
,,პროექტებით სწავლება“ ჩემი აზრით, წინ გადადგმული
ნაბიჯია სკოლის განვითარებაში, მასწავლებლის პროფესიული ზრდისათვის, რაც დადებითად
აისახება სწავლა/სწავლების შედეგებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий